მზადება დიდი ნადირობისთვის – 15 ვარსკვლავი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება

სიახლე21.01.2019A+A-20:16

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ხმაურიანი გარიგებები მაინცდამაინც ხშირი არაა. იანვრის ტრანსფერები დიდწილად ფეხბურთელთა კონტრაქტებზეა დამოკიდებული, თუკი ზაფხულში ხელშეკრულებას ვადა ეწურება, კლუბის ინტერესებშია, რომ მოთამაშე გაასხვისოს და მასში გარკვეული თანხა აიღოს.

ისე, როგორც ყოველთვის, წლევანდელ ზაფხულსაც რამდენიმე უმაღლესი დონის ოსტატს კლუბთან ხელშეკრულება უსრულდება. Crystalsport-ი გთავაზობთ იმ 15 ვარსკვლავს, რომელიც ივნისში თავისუფალი აგენტი უნდა გახდეს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ სატრანსფერო ფასები მოცემულია გავლენიანი გამოცემის, transfermarkt-ის მიხედვით, თუმცა კონტრაქტების მოკლე პერიოდის გამო, პოტენციური გარიგებები, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებ ფასში შედგება, ან ზაფხულში სრულიად უფასოდ გაფორმდება.

დანიელ სტარიჯი – 29 წლის – „ლივერპული“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 15 მილიონი ევრო

გასულ სეზონში „ვესტ ბრომვიჩში“ გატარებული წარუმატებელი საიჯარო პერიოდის შემდეგ, დანიელ სტარიჯმა „ლივერპულში“ დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა. სტარიჯი იურგენ კლოპის სათამაშო სქემაში არასდროს ჯდებოდა. მან ეს იცოდა, თუმცა გუნდში რიგითი ფეხბურთელის რანგში თამაშზე უარი მაინც არ თქვა.

29 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო, მათ შორის – „ჩელსისთან“ და „პსჟ“-სთან, თუმცა ამან მისი სტატუსი არ შეცვალა, გამოცდილ ფორვარდს კი 2019-2020 წლების სეზონში მეტი სათამაშო დრო სურს.

ლივერპულელებს სტარიჯის იანვარში გაშვება არ სურთ, რადგან 1990 წლის შემდეგ პრემიერ ლიგის პირველ ტიტულს უმიზნებენ. მეორე მხრივ, თუკი ზამთარში ყველაფერი მათი სურვილისამებრ წავიდა, ზაფხულში ფეხბურთელის საერთოდ უფასოდ დათმობა მოუწევთ.

აარონ რემზი – 28 წლის – „არსენალი“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 40 მილიონი ევრო

„არსენალსა“ და რემზის შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში ოქტომბერშივე შევიდა, რამაც უელსელს კლუბის ზაფხულში უფასოდ დატოვების პერსპექტივა შეუქმნა.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ იცის, კლუბმა მასთან მოლაპარაკებები დროზე ადრე რატომ შეწყვიტა, პრესა კი ამის მიზეზად მაღალ ხელფასს ასახელებდა.

რემზის სამსახურით ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდება, რომელიც ფეხბურთელთან აქტიურ კომუნიკაციაში ჩართული და დიდი შანსია, შეთანხმებასაც მიაღწიოს. ბოლოდროინდელი ცნობებით, მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ და საუბარი ისევ ხელფასზეა.

„ბებერი ქალბატონის“ გარდა, რემზის საკუთარ რიგებში ხილვა „ბაიერნს“, „ჩელსისა“ და „პსჟ“-საც სურთ. აარონ რემზი „არსენალის“ შემადგენლობაში 2008 წლიდან ირიცხება.

ადრიენ რაბიო – 23 წლის – „პსჟ“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 50 მილიონი ევრო

რაბიომ საკმაოდ რთული 2018 წელი გადაიტანა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, „პსჟ“-სთან კი დამოკიდებულება გაუფუჭდა და საქმეები აერია.

იმის გამო, რომ შეთანხმება არ მოხერხდა, კლუბმა ფეხბურთელი დასაჯა და სპორტულმა დირექტორმა, ანტერო ენრიკემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა შუახაზელი მოედანზე იქამდე ვერ გავიდოდა, სანამ მისი მომავალი არ გაირკვეოდა.

რაბიოს მსურველები არ აკლია, ასეთი კი „ბარსელონა“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ და „იუვენტუსია“. კულუარული ცნობებით, თავად ტანმაღალ ნახევარმცველს „ბარსაში“ თამაში უნდა და ეს საკითხი დღემდე აქტიურად განიხილება.

ანდრერ ერერა – 29 წლის – „მანჩესტერ იუნაიტედი“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 28 მილიონი ევრო

ესპანელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში „იუნაიტედის“ ძირითადში მოსახვედრად იბრძვის და ხშირად ათამაშებენ კიდეც. ერერა „წითელ ეშმაკთა“ ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, თუმცა მისი აქაური მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

დეკემბრის ბოლოს ვრცელდებოდა ხმები, რომ პირენეელი შუახაზელი და „მანჩესტერი“ შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ აქამდე არაფერი გადაწყვეტილა.

ბილბაოში დაბადებულ და იქაურ „ატლეტიკში“ 3 წლით ნათამაშებ ერერას „წითელი ეშმაკების“ ბოსებთან ცუდი დამოკიდებულება არ აქვს და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მისი კარიერა კვლავ „ოლდ ტრაფორდზე“ გაგრძელდეს.

თუმცა, ეს დაინტერესებული კლუბების არ არსებობას არ ნიშნავს, მათ აქტიურობა მართებთ და ვინ იცის, ფეხბურთელს „ნისლიანი ალბიონიდან“ აბარგებაც გადააწყვეტინონ.

ვენსან კომპანი – 32 წლის – „მანჩესტერ სიტი“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 10 მილიონი ევრო

ტრავმათა სერიამ და ასაკის მატებამ, ვენსან კომპანის „სიტის“ ძირითადი შემადგენლობისკენ ნელ-ნელა გზა გადაუღობა. გუარდიოლას გუნდში იგი გარანტირებულ სასტარტოში დამწყებად აღარ ითვლება, არადა „ქალაქელთა“ კაპიტანია.

კომპანიმ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, შესაძლო 3420 წუთიდან, მოედანზე მხოლოდ 1397 გაატარა, წელს კი მინდორზე 9-ჯერ გავიდა. ბელგიელი აპრილში 33 წლის ხდება და უკვე ვეტერანის სტატუსიც მიეკერება.

გუნდში 2008 წელს გადასული მცველი, „სიტის“ გასახდელში დღემდე მნიშვნელოვან ფიგურად რჩება, თუმცა კლუბის გადასაწყვეტია, რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კომპანის ახალი, 1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.

დავიდ ლუიზი – 31 წლის – „ჩელსი“ – ამჟამინდელი ღირებულება transfermarkt-ზე: 25 მილიონი ევრო

ბრაზილიელი მცველი „ჩელსიში“ მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსით დაბრუნდა და დღემდე ძირითადის ფეხბურთელად ითვლება, თუმცა, შესაძლოა, მისი და კლუბის გზები 6 თვეში გაიყაროს.

„ლურჯების“ პოლიტიკის თანახმად, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს, 1 წელზე მეტი ვადის კონტრაქტს არ სთავაზობენ. რამდენად აკმაყოფილებს ლუიზს ეს პირობა, დრო გვიჩვენებს, იგი აპრილში 32 წლის ხდება.

არაა გამორიცხული, რომ გამოცდილი უკანახაზელი ამ მხრივ გამონაკლისი გახდეს, რადგან იგი სარის ფორმაციის გუნდში უაღრესად საჭირო ფეხბურთელად იქცა. ლუიზმა მიმდინარე პრემიერ ლიგის 23-დან 22 მატჩი სრულად ითამაშა.

ურუგვაელი ფეხბურთელი , რომელსაც ზიდანი აღმერთებდა

რუგვაელი ფეხბურთელი , რომელსაც ზიდანი აღმერთებდა

სიახლე25.01.20

დღეს რთული დასაჯერებელია , რომ ფეხბურთის უდიდესი ლეგენდა ზინედინ ზიდანი ყველაფერს  სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელისგან აკოპირებდა.

მსოფლიომ ენცო ფრანჩესკოლი დაივიწყა , ზოგმა კი ის საერთოდ არ იცის.

კარიერის უმეტესი ნაწილი ფრანჩესკოლიმ სამხეთ ამერიკაში გაატარა.

ევროპაში ურუგვაელმა ფეხბურთელმა „კალიარეში“ , „რასინგსა“ და „მარსელში“ იასპარეზა.

მიუხედავად ამისა ბევრს მიაჩნია , რომ ენცო ურუგვაის საუკეთესო ფეხბურთელია.

პელემ ის ტოპ-100 მოთამაშეში შეიყვანა, ხოლო „რივერში“ ასპარეზობის დროს , მარადონა მას  ღირსეულ მოწინააღმდეგედ თვლიდა.  

ზიდანმა კი შვილს ფრანჩესკოლის საპატივცემულოდ , ენცო დაარქვა.

1983 წლის პარაგვაიში გამართულ კოპა ამერიკაზე ფრანჩესკოლიმ ყურადღება მიიპყრო.

ბრაზილიასთან ფინალურ შეხვედრაში  2 გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა ფეხბურთელს მხოლოდ ჯარიმიდან შეგდებული ბურთი ჩაუთვალეს.

კოპას შემდეგ ფრანჩესკოლი რივერში გადაბარგდა , სადაც სამჯერ  ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, ხოლო 1984 წელს ის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელს.

Life after football

ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ – დანიელ აგერი

სიახლე24.01.2019A+A-13:05

ლივერპულის ფეხბურთელმა დანიელ აგერმა საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. პერიოდული ტრავმები ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში მოჰყვებოდა, რის გამოც ტკივილგამაყუჩებლებს იყენებდა.  

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას აქვს ბევრი რამ საამაყოდანიის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და დანიის ჩემპიონატი.

ასევე, აუცილებლად გასახსენებელია ჩემპიონთა ლიგის 2006/07 სეზონის ფინალური შეხვედრა, მაშინ აგერი 22 წლის იყო.

Video Player00:0001:45720p

  • 720p
  • 480p
  • 360p

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, აგერმა გადაწყვიტა, მეტი დრო სვირინგებისთვის დაეთმო. 

ჯერ კიდევ „ლივერპულში“ ასპარეზობისას, ფეხბურთელი თანაგუნდელებს ტატუებს უკეთებდა.

აგერს მთელი ზურგი მოხატული აქვს.

თითოეულ სვირინგს კი თავისი ისტორია აქვს.

მის ტანზე ძლიერ ვიკინგს, დანიის მეფეების საფლავებსა და ოჯახის წევრების სახელებს შეხვდებით.

ასევე ფეხბურთელმა გაიკეთა ტატუ „YNWA“, რაც „ლივერპულის“ გულშემატკივრების ჰიმნის – „You’ll Never Walk Alone“-ის ინიციალებია.

ამით მან ფანებს დაუმტკიცა რომ ის მერსისაიდელების ერთგულია და თუ ის გუნდს დატოვებდა, ეს მხოლოდ მშობლიური „ბრონდბიუში” გადასვლის შემთხვევაში მოხდებოდა.

News

უკვე მეოთხე დღეა რაც ემილიანო სალას თვითმფრინავის ძიება მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. ამ ეტაპზე არანაირი დამაიმედებელი ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც ცნობილია, გერნსის პოლიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გაუჩინარებული თვითმფრინავის ძებნა „აქტიურად“ აღარ მიმდინარეობს.

28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ძიების შეწყვეტით იმედგაცრუებული დარჩა ლეო მესი, რომელიც ხსენებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და პოლიციას ძებნის გაგრძელებისკენ მოუწოდა, ხოლო სალას ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.

“სანამ არსებობს შესაძლებლობები, იმედი, გთხოვთ არ შეწყვიტოთ ემილიანო სალას ძებნა.

მთელი ჩემი შესაძლებლობები თქვენი ოჯახისა და მეგობრების გვერდით არის – ვილოცოთ სალასთვის”.

Leo Messi @WeAreMessi · 9h

Messi’s insta story:

View image on Twitter

Leo Messi @WeAreMessi

🎙

#Messi “As long as there are possibilities, a strand of hope, we ask you to please

ყველაზე პოპულარული

გუნდური სპორტი, რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, მეკარისგარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ოთხი დამხმარე მსაჯი, აქედან 2 გვერდითი არბიტრი, 2 პირითი ხაზის დამხმარე მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს და ავტომატურად ტოვებს მისი გუნდის მომდევნო შეხვედრასაც იმ კონკრეტულ ტურნირზე, სადაც მიიღო წითელი ბარათი. იმ შემთხვევაში თუ წითელი ბარათი ფეხბურთელმა არასპორტული საქციელის გამო მიიღო, შესაძლოა მას რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუწიოს (მისი საკითხი განიხილება უეფას ან ფიფას სადისწიპლინო კომიტეტზე).

თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (ფრანგ. Fédération Internationale de Football Association; აკრონიმი – FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში სპორტულ ღონისძიებებს შორის.

წყარო